ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის – „ახალი შესაძლებლობებისთვის,“ განხორცილებას.
პროექტი ორიენტირებულია უნივერსიტეტის სტუდენტებზე და სწავლის პარალელურად მათ შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება – ერთობლივი პროექტის მთავარი დაპირებაა. უერთიერთშეთანხმების საფუძველზე კი უშუალოდ დასაქმების პროცესი ორ შეთავაზებას მოიცავს:
დასაქმებას დეილის ფრონტ ოფისში მოლარესა და კონსულტანტის პოზიციებზე. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში:
*სტუდენტი, რომელიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 25%-იან დაფინანსებას.
*სტუდენტი, რომლიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 1 წლის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებას.
*დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება ფილიალის ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციებზე.
სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით დეილის ბექ ოფისში სხვადასხვა დეპარტამენტში; არსებული თანამშრომლების მხრიდან ცოდნის გაზიარებას, მენტორობას; საერთაშორისოდ აკრედიტირებული კურსების დაფინანსებას;
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ერთობლივი პროექტი ორიენტირებულია სტუდენტებს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა.