ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება – სწავლის 25% და 50%-იანი დაფინანსების ახალი შესაძლებლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
უნივერსიტეტსა და რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის – „ახალი შესაძლებლობებისთვის“ განხორცილებას.
პროექტი ორიენტირებულია სტუდენტებზე და სწავლის პარალელურად მათ შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
დასაქმების პროცესი ორ შეთავაზებას მოიცავს:
- დასაქმებას დეილის ფრონტ ოფისში მოლარესა და კონსულტანტის პოზიციებზე. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში:
*სტუდენტი, რომელიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 25%-იან დაფინანსებას.
*სტუდენტი, რომლიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 1 წლის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებას.
*დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება ფილიალის ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციებზე.
- სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით დეილის ბექ ოფისში, სხვადასხვა დეპარტამენტში; არსებული თანამშრომლების მხრიდან ცოდნის გაზიარებას, მენტორობას; საერთაშორისოდ აკრედიტირებული კურსების დაფინანსებას;
ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტები ასევე ისარგებლებენ მათზე მორგებული გრაფიკით ლექციებსა და სემინარებზე დასწრებისთვის.
პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ვებინარებისა და შეხვედრების ორგანიზება სტუდენტებისთვის თანამედროვე პრაქტიკული უნარ-ჩვებების გამომუშავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.