კატეგორიის გარეშე

ისწავლე, დასაქმდი, მიიღე 50%-იანი დაფინანსება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეში

ისწავლე, დასაქმდი, მიიღე დაფინანსება – სწავლის 25% და 50%-იანი დაფინანსების ახალი შესაძლებლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!

უნივერსიტეტსა და რეგიონალურ სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტის –  „ახალი შესაძლებლობებისთვის“ განხორცილებას.

პროექტი ორიენტირებულია სტუდენტებზე და სწავლის პარალელურად მათ შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ პარტნიორ კომპანიაში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.

დასაქმების პროცესი ორ შეთავაზებას მოიცავს:

  • დასაქმებას დეილის ფრონტ ოფისში მოლარესა და კონსულტანტის პოზიციებზე. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში:

*სტუდენტი, რომელიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 6 თვის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 25%-იან დაფინანსებას.

*სტუდენტი, რომლიც ფრონტ ოფისში იმუშავებს 1 წლის განმავლობაში, არსებული ანაზღაურებისა და ბონუსის გარდა მიიღებს უნივერსიტეტში სწავლის გადასახადის 50%-იან დაფინანსებას.

*დაინტერესებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სურვილის შემთხვევაში გაიარონ სტაჟირება ფილიალის ადმინისტრატორისა და მენეჯერის პოზიციებზე.

  • სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით დეილის ბექ ოფისში, სხვადასხვა დეპარტამენტში; არსებული თანამშრომლების მხრიდან ცოდნის გაზიარებას, მენტორობას; საერთაშორისოდ აკრედიტირებული კურსების დაფინანსებას;

ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაინტერესებული სტუდენტები ასევე ისარგებლებენ მათზე მორგებული გრაფიკით ლექციებსა და სემინარებზე დასწრებისთვის.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ვებინარებისა და შეხვედრების ორგანიზება სტუდენტებისთვის თანამედროვე პრაქტიკული უნარ-ჩვებების გამომუშავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.