ჩვენ შესახებ

რეგიონალური სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ 2014 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამჟამად კომპანია 160-ზე მეტ ფილიალს ფლობს საქართველოს შვიდ რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.

კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც რეგიონალური განვითარება დაისახა მიზნად. „დეილი“ ყველა სახის მარკეტის ფორმატს აერთიანებს, სტანდარტული სურსათის მაღაზიიდან მრავალფეროვანი არჩევანის მქონე სუპერმარკეტამდე, რომლებიც მორგებულია უშუალოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნაზე.

მისია

ჩვენი მისიაა საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ბაზრის განვითარება.

მიზანი

ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი ყველაზე მისაღებ ფასად.

200-მდე ფილიალი

100 000-ზე მეტი მომხმარებელი ყოველდღიურად

300 000 კვ. მეტრზე მეტი სავაჭრო სივრცე

2000-ზე მეტი დასაქმებული

გარდა ფართო მოხმარების პროდუქციისა, „დეილი“ მზა საკვებსა და საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს მომხმარებელს. კომპანია ფლობს ორ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოს, სადაც ყოველდღიურად ვაწარმოებთ სწრაფი კვების პროდუქტებს და 150-ზე მეტ ფილიალს ვამარაგებთ უწყვეტ რეჟიმში. მომხმარებელს საშუალება ეძლება გემრიელი, ახალი, და მრავალფეროვანი საკვები სუპერმარკეტშივე შეიძინოს.

დეილი - საუკეთესო არჩევანი ყოველდღე